Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პაკეტა მილანს ტოვებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლუკას პაკეტას ლიონში ტრანსფერის საკითხი დროის საკითხია.

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და მილანის სავარჯიშო ბაზა დატოვა, უახლოეს დღეებში საფრანგეთში გაემგზავრება და ლიონის ფეხბურთელი გახდება.

ჯერჯერობით უცნობია, ლიონი პაკეტას იჯარის წესით აიყვანს, თუ მის სატრანსფერო თანხას ახლავე დაფარავს, რაც მილანს შემადგენლობის გაძლიერების საშუალებსა მისცემს.