Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პალადინო:“ გასპერინი იუვენტუსისთვის იდეალური მწვრთნელია“

ანდრეა პირლოს ტურინული კარიერა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და იუვენტუსის ყოფილი ფორვარდის რაფაელე პალადინოს აზრით, იუვენტუსმა მის სანაცვლოდ გასპერინი უნდა მიიყვანოს.

„ვფიქრობ, რომ გასპერინი ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორიც ფედერიკო კიეზა, დეიან კულუშევსკი და სხვები არიან, იდეალური მწვრთნელი იქნებოდა.

„მე ამას უკვე 5-6 წელია ვამბობ, გასპერინი იუვენტუსისთვის მზად არის. მას თანამედროვე სტილის საფეხბურთო ხედვა აქვს და იუვენტუსის უამრავ ფეხბურთელს იდეალურად მოერგებოდა. გასპერინიმ იცის, თუ როგორ გააკონტროლოს გასახდელი და აქვს ძლიერი ხასიათი.“

გასპერინიმ იუვენტუსის ახალგაზრდულ სექტორში თითქმის 10 წელი გაატარა და 2016 წელს ის ატალანტას მწვრთნელად დაინიშნა, რის შემდეგაც ბერგამოელები იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევა.