Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პალმიერი იტალიაში ბრუნდება

ჩელსის უკანახაზელი, ემერსონ პალმიერი იტალიაში დაბრუნებასთან ახლოს არის.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რომას ყოფილი მოთამაშე, რომელიც მთელი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, იუვენტუსში გადადის.

წყაროს ინფორმაციით, იუვემ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ჩელსისთან ტრანსფერის ბოლო დეტალებს განიხილავს.

ტურინელები იტალო-ბრაზილიელს იჯარით აიყვანენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ექნებათ თუ არა მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება.