Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პალუკა:“ ინტერის ადგილას, მე საპატას გავიფორმებდი…“

ინტერის ყოფილმა კარის დარაჯმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაბიციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნერაძურის ატალანტას ფორვარდი დუვან საპატა უნდა გაეფორმებინა.

„ინტერმა გასული 2 სეზონის შემდეგ კარგი გამოცდილება მიიღო. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოვარდნა კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამით ფეხბურთელებმა გააცნობიერეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მატჩები არ არსებობს და მათ თითოეულ მომენტში ბოლოდმე უდნა იბრძოლონ.

„ერთი რამ რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ნერაძურის სკუდეტოს მოგების მიუხედავად კვლავ გამარჯვების სურვილი და შიმშილი ეტყობა, რის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

„ვფიქრობ, რომ კონტეს, ლუკაკუს და ჰაკიმის წასვლის ინტერი დასუსტდა, მაგრამ განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ ისინი თითქმის იმავე დონეზე არიან, რომელზეც გასულ სეზონში იყვნენ და ჩემი აზრით, ბენეამატა სერია ა-ში ფავორიტია.

„ჩემი ნება რომ ყოფილიყო, შეტევაში ატალანტას დუვან საპატას დავიმატებდი, მაგრამ საერთო ჯამში ნერაძურის კარგი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. ჯეკოს 2 სეზონი მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია, დამფრისმა თავისი დონე ევროპის ჩემპიონატზე ყველას დაანახა, ჩალჰანოღლუ ერიქსენს შესანიშნავად შეცვლის, კორეას სისწრაფე კი ინძაგის აუცილელად გამოადგება.

„ინძაგი ? ვფიქრობ, რომ გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა. სიმონეს კონტეს დაწყებული საქმის გაგრძელება შეეძლება, თუმცა მას წინ ძალიან რთული გამოწვევები ელოდება და ამისთვის მზად უნდა იყოს.“