Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პალუკა:“ ინტერის დიდების დარბაზში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია“

ინტერის ლეგენდარულმა კიპერმა ჯანლუკა პალუკამ ინტერის Hall of Fame-ში წარდგენასთან დაკავშირებით (იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ვამაყობ, რომ ინტერის დიდების დარბაზში მოხვედრის პატივი მხვდა წილად. ფაქტი, რომ მე ინტერის ქომაგებმა ამირჩიეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინტერში გატარებული პერიოდის მნიშნელობას და ჩვენი ერთად გამარჯვებებით მიღებულ სიამოვნებას.

„მე ინტერში გატარებულ პერიოდში უამრავი შესანიშნავი მომენტის გახსენება შემიძლია, მაგრამ მათ შორის საუკეთესი 1998 წლის უეფას თასზე გამარჯვება იყო, რომელიც ძალიან ბევრი შრომის შედეგად მოვიპოვეთ.“