Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პალუკა:“ ინტერმა ჰანდანოვიჩი უნდა შეინარჩუნოს“

ინტერის ლეგენდარული კიპერის ჯანლუკა პალუკას აზრით, ანდრე ონანას გაფორმების მიუხედავად, ნერაძურიმ გუნდის კაპიტანი სამირ ჰანდანოვიჩი მაინც უნდა შეინარჩუნოს.

ჰანდანოვიჩს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და ბენეამატა მზად არის მას ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივოს, თუ ის ხელფასის შემცირებას და მეორე კიპერის პოზიციას დათანხმდება.

„ვფიქრობ, რომ ინტერმა სამირ ჰანდანოვიჩი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. მართალია მან სეზონის სტარტზე გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა მას შემდეგ სატბილურად ასპარეზობს და არაერთ მომენტში თავისი მაღალი კლასი გამოავლინა.

„ონანა მართლაც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის თავიდანვე ძირითადის მეკარე ვერ გახდება და ამ დროს გუნდს ჰანდანოვიჩი აუცილებლად დასჭირდება.“