Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პალუკა:“ მილანს სუსტი წერტილი არ აქვს“

ლეგენდარულმა კარის დარაჯმა, ჯანლუკა პალუკამ მილანური დერბის შესახებ ისაუბრა.

პალუკას, რომელსაც სერია ა-ში 592 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით მე-5 ადგილზეა, ინტერში გატარებული 5 წლის განმავლობაში არც ერთი მილანური დერბი არ წაუგია და ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენია.

„მილანში დერბის ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ვამაყობ, რომ მე არც ერთი მათგანი არ წამიგია.

„მატჩების წინ ვიცოდით, რომ სტადიონზე 80,000 გულშემატკივარი მოუთმენლად გველოდა, თუმცა ჩვენ თითოეულ მატჩზე მშვიდად და თავდაჯერებულად გავდიოდით.

„მილანის სუსტი მხარე ? არ მგონია, რომ მათ ასეთი ჰქონდეთ. მართალია გუნდს ზლატანის სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს, იბრა კი ვარჯიშს ახლახანს დაუბრუნდა და 100 პროცენტით მზად არ იქნება, თუმცა ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და გუნდს აუცილებლად გამოადგება.

„რებიჩის არ ყოფნის ფონზე კი შეიძლება ითქვას, რომ მათ სრულყოფილი წინა ხაზი არ ჰყავთ, თუმცა საერთო ჯამში მილანი ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. მალდინის შესანიშნავი მუშაობაც აღსანიშნავია, რომელმაც დიდი ხარჯის გარეშე შესანიშნავი შემადგენლობის დაყენება მოახერხა.“