Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პაოლილო:“ თუ Suning-ს ფულის დახარჯვა არ შეუძლია, მათ ინტერი უნდა გაყიდონ“

ინტერის ყოფილი გენერალური დირექტორის ერნესტო პაოლილოს აზრით, თუ გუნდის ახლანდელ მფლობელებს გუნდის გასაძლიერებლად ფულის დახარჯვა არ შეუძლია, მათ გუნდი უნდა გაყიდონ.

„Suning-მა ინტერში მისვლის დღიდან საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა და ამან შედეგიც მოიტანა, ნერაძურიმ იუვენტუსის დომინაცია დაასრულა, სკუდეტო მოიპოვა და ძველებულ სიმაღლეებს დაუბრუნდა, მაგრამ ინტერი არ არის გუნდი, რომელიც ერთჯერადი წარმატებით უნდა კმაყოფილდებოდეს.

„იმედი მაქვს, Suning-ი ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს და გუნუდში დარჩება, მაგრამ თუ მათ გუნდის განვითარებისთვის ფულის დახარჯვა აღარ შეუძლიათ, უკეთესი იქნება, თუ ინტერს ახალი მფლობელები ჩაიბარებენ.“