Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პაოლილო:“ მაროტას დამსახურებით, ინტერს სკუდეტოს მოგება კვლავ შეუძლია“

ინტერის ყოფილი დირექტორის ერნესტო პაოლილოს აზრით, ნერაძურის ქომაგებმა მადლობა ბეპე მაროტას უნდა გადაუხადონ, რომ ფინანსური სიტუაციის მიუხედავად, ბენეამატას კვლავ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია.

„სეზონის წინ, როგორც ინტერის ქომაგი ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რომელუ ლუკაკუს, ჰაკიმის და ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, თუ ინტერი სკუდეტოსთვის ბრძოლას მოახერხებდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობის შესანიშნავი მუშაობის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ.

„განსაკუთრებული მადლობა ულაპარაკოდ გუნდის გენერალურ დირექტორს ბეპე მაროტას ეკუთვნის. მან თავისი უდიდესი კლასი იუვენტუსშიც დაამტკიცა და ახლა იგივეს ინტერში აკეთებს.“