Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პაპინი:“ ჟირუ მილანში უამრავ გოლს გაიტანს…“

მილანის ყოფილმა ფორვარდმა ჟან-პიერ პაპინმა მილანში ოლივიე ჟირუს ტრანსფერი შეაფასა.

„მილანმა ჟირუს ტრანსფერით ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა. მან იცის, თუ როგორ უნდა გაიტანოს გოლი, თუმცა ამის გარდა მას უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურს, რომელიც როსონერის ახალგაზრდა შემადგენლობას ძალიან გამოადგება.

„ჟირუ ნამდვილი, კლასიკური ცხრიანია და მისნაირ ფეხბურთელს დღევანდელ დღეს ბევრს ვერ იპოვნი. ბოლო პერიოდში როსონერის რიგებში მოასპარეზე 9 ნომრებმა არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა დარწმუნებული ვარ ჟირუ ამ ნავსს გატეხავს.“