Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პაპუ გომესმა სერია ა-ს დუო უარით გაისტუმრა

Sky Sport-ის ინფორმაციით, ტორინომ და ფიორენტინამ ბოლო დღეებში პაპუ გომესის გაფორმება სცადეს, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა ორივე მათგანს უარი განუცხადა.

მას შემდეგ, რაც გასპერინისთან კონფლიქტი მოუვიდა, 32 წლის გომესი ახალი გუნდის ძიებაშია. არგენტინელის გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მათ შორის იუვენტუსმა და ინტერმა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მათგანი ბერგამოელების მოთხოვნილი 10 მილიონის გადახდას არ აპირებენ.

გათიშვა