პარატიჩი:“არტურის დარწმუნება მოგვიწევს“

იუვენტუსის დირექტორმა არტური-პიანიჩის გაცვლის იდეა დაადასტურა და აღნიშნა,რომ მხარეები ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ჩვენ ბარსელონას ამ საკითხზე უკვე ვესაუბრეთ,თუმცა წინ ორივე გუნდს მძიმე თამაშები აქვს და ახლა ამაზე კონცენტრაციის დრო არ გვაქვს.იდეა არსებობს,თუმცა ჩვენ არტურის დარწმუნება მოგვიწევს,რომ ჩვენთან გადმოვიდეს.

„გავრცელდა ინფორმაცია,რომ ტრანსფერი აუცილებლად 30 ივნისამდე უნდა დაიხუროს,რაც სიმართლეს არ შეესაბამება.ჩვენ თარიღებში შეზღუდული არ ვართ და ამ საკითხს სეზონის მოგვიანებით მივუბრუნდებით.

Leave a Reply

Your email address will not be published.