პარატიჩი:“დიბალას კონტრაქტს მალე გავუხანგრძლივებთ“

იუვენტუსის დირექტორი ფაბიო პარატიჩი დარწმუნებულია,რომ ლა ჯოიას ბიანკონერიში დარჩენა სურს და სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში,მისი წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა,თუმცა არგენტინელი გუნდში დარჩა და მაურიციო სარის თავისი შესაძლებლობები ნათლად დაანახა.

„ჩვენ არ ვღელავთ,დიბალასთან და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ.

„სანამ ფეხბურთი არ იყო,მედიაში ბევრი ჭორი გავრცელდა,თუმცა ახლა ფეხბურთი დაგვიბრუნდა და სატრანსფერო ბაზარზე ფიქრის დრო აღარ არის.

26 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.