Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“იუვენტუსმა გადაწყვეტილება ლიონთან მატჩამდე მიიღო“

იუვენტუსის დირექტორმა მაურიციო სარის გუნდიდან გაშვებაზე და მის მაგივრად დანიშნულ ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება ლიონთან მატჩამდე გვქონდა მიღებული.როგორც უკვე ვთქვით,ერთი კონკრეტული თამაში მთავარი მწვრთნელის ბედს ვერ გადაწყვეტდა.

„პირლოს დანიშვნა კი საკმაოდ მოსალოდნელი იყო.მას იუვენტუსის სტილი კარგად ესმის, მაესტრო ჩვენს გუნდში თამაშობდა,აქ ყველას იცნობს და მას შემდეგაც კი,რაც მან კარიერა დაასრულა,ძალიან ხშირ კავშირზე ვიყავით.

„ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ჩვენ გვჯერა,რომ მისი სამწვრთნელი კარიერაც არანაკლებ წარმატებული იქნება.

„მას ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ეტყობოდა ის თვისებები,რაც გამორჩეულ მწვრთნელს უნდა ახასიათებდეს.მას გუნდში ევროპული სტილის დანერგვა უნდა და როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით,ის ზალიან დამაჯერებელი იყო.

„ზოგჯერ პერსონა პროფესიონალზე მნიშვნელოვანია,ჩვენ კი პირლოს პერსონაში ეჭვი არ გვეპარება.“

რა დროს მიხვდა გუნდის ხელმძღვანელობა,რომ სარი სწორი არჩევანი არ იყო?

„სეზონი ძალიან გრძელი გამოვიდა და იყო რამდენიმე მომენტი,რომლებიც ერთმანეთს დაემატა და საბოლოოდ ასეთ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა.ჩვენს შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა,უბრალოდ სეზონის შეჯამების შემდეგ მივედის დაკსვნამდე,რომ ჩვენი გზების გაყოფის დრო მოვიდა.“

ზედიზედ მეორე წელია,რაც იუვენტუსი სკუდეტოს მოგების მიუხედავად მთავარ მწვრთნელს უშვებს.

„ევროპულ ასპარეზზე მიღწეული წარმატება ან წარუმატებლობა აქ არაფერ შუაშია.მაქს ალეგრის სიტუაცია რადიკალურად განსხვავდებოდა.მან იუვენტუსში დიდი ერა შექმნა და თავისი თავი იუვეში ამოწურა.

„ახლა ჩვენ აღმოუჩენელ ტერიტორიაზე ვიმყოფებით,რადგან ზედიზედ ცხრაჯერ სკუდეტო არავის მოუგია.ჩვენ მოვახერხეთ,რომ ზედიზედ სამი ერა იტალიაში ვდომინირებთ,რაც ძალიან კარგი მიღწევაა.

„ჩვენ 3 წელიწადში 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვითამაშეთ მაშინ,როდესაც გუნდების შემადგენლობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.ეს ჩვენს კარგ მუშაობაზე მეტყველებს,მადრიდის რეალმა ზედიზედ 3 ლიგა თითქმის იგივე შემადგნელობით მოახერხა.

„ჩემს მომავალს რაც შეეხება,მე იუვეში უკვე 10 წელია ვიმყოფები და ჩემი და აქ მომუშავე ხალხის ურთიერთობა პროფესიონალურს უკვე დიდი ხანია გასცდა. ჩვენ ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ და ამ სიახლეებზე ბევრი ვიცინე.“

Leave a Reply

Your email address will not be published.