Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩიმ პოგბას იუვეში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ფაბიო პარატიჩიმ, რომელიც უკვე ტოტენჰემის სპორტული დირექტორი გახლავთ, სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პოგბა ? ის იუვენტუსს 18 წლის ასაკში შეუერთდა და ჩვენთან ერთად გაიზარდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. პოგბასა და იუვენტუსს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ ის ტურინში დაბრუნებასთან ახლოს არასოდეს ყოფილა.

„ბერარდი ? ჩვენ მის დამატებას მართლაც ვცდილობდით და დომენიკო იუვეში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფინანსური დეტალების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.

„კიეზა ? ჩვენ მისი მახასიათებლებით ყოველთვის აღფრთოვანებულები ვიყავით და მისი გაფორმების სურვილი არასოდეს დაგვიმალავს. მისი სურვილი, რომ ყოველდღიურად განვითარდეს, ფედეს ყველაზე კარგი თვისებაა.

„მე იუვენტუსში 11 შესანიშნავი სეზონი გავატარე, რაც საფეხბურთო სამყაროში ძალიან დიდი დროა. მე ამ გუნდთან გამორჩეული გრძნობები მაკავშირებს, მაგრამ ცვილებების დრო იყო.

„დავტოვე თუ არა გუნდი ალეგრის გამო ? არა, მე და ანიელიმ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღეთ. ალეგრის საწინააღმდეგო მე არასოდეს არაფერი მქონია, ჩვენ ერთად 5 წელიწადში უამრავი ტიტული მოვიგეთ.

„რატომ ტოტენჰემი ? მე გუნდის პრეზიდენტს უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ მას რაღაც მნიშვნელოვანის აშენება სურს. მე პრემიერ ლიგაში მუშაობა ყოველთვის მსურდა და იმედი მაქვს, რომ აქ პროფესიონალურად კიდევ უფრო გავიზრდები.“