პარატიჩი:“პიანიჩს მხოლოდ ბარსელონაში გავუშვებდით“

იუვენტუსის დირექტორმა მირალემ პიანიჩისა და არტურ მელოს გაცვლაზე გააკეთა კომენტარი.

„როდესაც პიანიჩი-არტურის გაცვლის იდეა გაჩნდა,ჩვენ მირალემს ვესაუბრეთ.ბოსნიელმა გვითხრა,რომ იუვენტუსში ბედნიერი იყო და ერთადერთი გუნდი,სადაც ის გადასვლას ისურვებდა,ბარსელონა იყო.

„ჩვენ კი არტურს დიდი ხანია ვაკვირდებით და მისი გაფორმება გვსურდა,ამიტომ დიდი ხნის მოლაპარაკებებისა და ბევრი ვარიანტის განხილვის შემდეგ,ტრანსფერი წარმატებით განხორციელდა.“

იუვენტუსმა დღეს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.პაბლო მორენო მანჩესტერ სიტი-ს ფეხბურთელი გახდა,საპირისპიროდ კი ფელიქს კორეია მიიღო.

„ფელიქსი გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და მას ერთ-ერთზე ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია ასპარეზობა.ის ჩვენი გუნდის 23-წლამდელებში ჩაირიცხება და იუვენტუსის სამომავლო პროექტის ნაწილი გახდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.