პარატიჩი:“რაბიო იუვენტუსის მომავალია“

იუვენტუსის დირექტორის თქმით,ადრიენ რაბიო და ბერნარდესკი იუვენტუსის მომავლის ნაწილები არიან და პიანიჩის შესხებ ამბავს ყველა მალე შეიტყობს.

„რაბიო იტალიაში პირველ სეზონს ატარებს და მისი გაუთავებელი კრიტიკა ცოტას მაკვირვებს.ის პსჟ-ში 6 თვის განმავლობაში ფეხბურთს არ თამაშობდა და შესაბამისად ფიზიკური კონდიციების მხრივ გარკვეული პრობლემები ჰქონდა,თუმცა ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და იუვენტუსის მომავალია.

„დე ლიხტის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე საუბარიც ზედმეტია,ის გუნდში დარჩება და მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდება.

„ბერნარდესკის არაჩვეულებრივი მახასიათებლები აქვს და ძალიან კარგადაც თამაშობს,თუმცა საკმარისია ერთი ცუდი მატჩი ჩაატაროს და მის მიმართ კრიტიკა არ წყდება.სიმართლე კი ის არის,რომ ფედერიკო ბევრს მუშაობს და დარწმუნებული ვარ,რომ ის არა მხოლოდ იუვენტუსის,არამედ იტალიის ნაკრების შეუცვლელი წევრიც გახდება.

„პიანიჩს რაც შეეხება,ვნახოთ რა მოხდება,თუ რამე სიახლე იქნება ამას აუცილებლად გაგაგებინებთ,ჯერ სეზონი არ დასრულებულა და ტრანსფერებზე საუბარი ადრეა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.