Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩის მომავალი იუვეში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

იუვენტუსის სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი ტურინში დარჩენა საკმაოდ საეჭვოა.

პარატიჩის გარდა, კონტრაქტი ეწურებათ მისი გუნდის წევრებსაც, რომლებიც ტრანსფერებზე მუშაობენ, მათ შორის ფედერიკო ჩებურინისაც.

ბოლო პერიოდში იუვენტუსმა სატრანსფერო ბაზარზე არაერთი შეცდომა დაუშვა, რითიც გუნდმა საკმაოდ მსუყე თანხები იზარალა და მაგალითისთვის აარონ რემსი ამის ნათელი მაგალითია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პარატიჩის ბედს ანიელი მას შემდეგ გადაწყვეტს, როდესაც Exor-ის აქციონერები შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ანიელი გუნდის პრეზიდენტად სუპერ ლიგის სკანდალის შემდეგ…