Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩის 3 შესაძლო შემცვლელი იუვენტუსში

ფაბიო პარატიჩის მომავალი იუვენტუსის სპორტული დირექტორის ამპლუაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

2018 წელს გუნდიდან ბეპე მაროტას წასვლის შემდეგ, ფაბიო პარატიჩის იუვენტუსში დარჩენა დიდი ხნით მოიაზრებოდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში იუვენტუსის ტრანსფერებით უკმაყოფილოა და პარატიჩის მომავალზე, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, სერიოზულად ფიქრობს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ პარატიჩი იუვენტუსს დატოვებს, მას სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლებს.

პირველი და ყველაზე მთავარი კანდიდატი ნაპოლის სპორტული დირექტორი კრისტიანო გიუნტოლია, რომელიც პარტენოპეის რიგებში 2015/16 წლების შემდეგ მუშაობს.

სიაში მეორე სახელი იუვენტუსის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი მარჩელო ლიპია, რომელმაც მწვრთნელის ამპლუაში ბიანკონერის რიგებში უამრავი ტიტული მოიგო და სამწვრთნელო კარიერა ერთი წლის წინ დაასრულა.

მესამე ვარიანტი კი, რაც ალბათ ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, ბეპე მაროტას გუნდში დაბრუნება გახლავთ. 64 წლის სპეციალისტი იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ ინტერის გენერალური დირექტორი გახდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ის გუნდს ტავოებს.