Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი და კონტე ტოტენჰემში ?

Mg Berlino (Germania) 28/07/2012 - amichevole / Herta Berlino-Juventus / foto Matteo Gribaudi/Image Sportnella foto: Antonio Conte-Fabio Paratici

რამდენიმე ცნობილი იტალიური გამოცემის, მათ შორის Sky Sport Italia, Gazzetta dello Sport და Goal.com-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ტოტენჰემის ჩაბარებასთან ახლოს არის, თუმცა ლონდონელებს კონტეს გარდა კიდევ ერთი ყოფილი იუვენტუნოს – ფაბიო პარატიჩის გუნდში მიყვანა სურთ.

პარატიჩი იუვენტუსში 2010 წლიდან მუშაობდა და ჯერ ბეპე მაროტას ასისტენტი იყო, შემდეგ კი ბიანკონერის სპორტული დირექტორი გახდა. მისი კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 30 ივნისს იწურება და იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფაბიო გუნდს ტოვებს.

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ტოტენჰემის მესვეურებს ახალი სპორტული დირექტორი სურთ და მათი პრიორიტეტული სამიზნე აღნიშნულ პოზიციაზე სწორედ ფაბიო პარატიჩი გახლავთ.

გათიშვა