Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ დიბალას აგენტს ძალიან მალე შევხვდებით“

იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ატალანტასთან მატჩის წინ(ოფიციალური სასტარტო შემადგენლობის და ტრანსლაციის სანახავად დააკლიკეთ აქ) კომენტარი გააკეთა.

„ატალანტას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ შესანიშნავად იმუშავეს და ძალიან კარგ შედეგებსაც მიაღწიეს. იტალურმა ფეხბურთმა ამ გუნდით და მათი მთავარი მწვრთნელით უნდა იამაყოს.

„სერია ა-ს გარდა, მათ იტალიურ გუნდებს პრესტიჟი ჩემპიონთა ლიგაზეც დაუბრუნეს.“

იუვენტუსი ნელ-ნელა ფორმას კრეფს და უკვე ზედიზედ 3 გამარჯვება აქვს.

„ვიცოდით, რომ წინ რთული და გამორჩეული სეზონი გველოდებოდა. მწვრთნელის შეცვლა გუნდისთვის მარტივი არასდროს არ არის და ფაქტი, რომ თავიდან გუნდს გაუჭირდებოდა, კარგად ვიცოდით.

„დიბალა ? პრეზიდენტმა მის შესახებ უკვე ისაუბრა. პაულოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მასში დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ და მას იუვენტუსის ყველაზე დიდი სიმბოლო, 10 ნომერი ვანდეთ.

„ჩვენ ის ყველას გვიყვარს, ის კარგი ბიჭია, რომელიც არასოდეს არ ნებდება და მაშინაც კი, როდესაც ფორმაში არ არის, ბოლომდე თამაში, ბრძოლა და გუნდის დახმარება სურს.

„ჩვენ მას და მის აგენტს ძალიან მალე შევხვდებით. კორონა ვირუსმა გეგმები შეგვიცვალა, თუმცა შეხვედრა უკვე ჩანიშნულია.“

პაპუ გომესი დღესაც სათადარიგოთა სკამზეა და დიდი ალბათობით, ის ბერგამოს დიდი ალბათობით იანვარში დატოვებს, არის თუ არა პაპუ იუვენტუსის ინტერესთა სფეროში ?

„აბსოლუტურად არა. პაპუ დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.“