Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ დიბალას ვირუსის შემდეგ პრობლემები აქვს“

იუვენტუსის დირექტორმა კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ იუვენტუსი ვართ, გამარჯვება ჩვენს DNA-შია, გუნდს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

„სანაკრებო პაუზა გუნდს რითმიდან აგდებს, თუმცა ყველა გუნდი ერთ ნავში ვზივართ და ამას უნდა შევეჩვიოთ.

„დიბალა ? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც სურს, რომ გუნდის ლიდერი იყოს, რაც სავსებით ნორმალურია. სამწუხაროდ მას კორონა ვირუსის დადასტურების შემდეგ გარკვეული პრობლემები აქვს, რაც თამაშში ხელს უშლის. მან ბოლო პერიოდში კარგად ივარჯიშა და იმედი მაქვს, რომ ის ჩვეულ ფორმას უმოკლეს დროში დაუბრუნდება.“

მარკამ კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის რეალში შესაძლო დაბრუნებაზე დაწერა.

„ყოველ დღე ჩვენს ფეხბურთელებს სხვადასხვა გუნდებს უკავშირებენ, რასაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ.“