Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი:“ თუ შანსი გვექნება, გუნდს აუცილებლად გავაძლიერებთ“

იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ სამპდორიასთან ამტჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ჩვენ სატრანსფერო ფანჯარას ყურადღებით ვაკვირდებით და თუ შემადგენლობის გაძლიერების შანსი გვექნება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, თუმცა ახლა გუნდს ტრანსფერის აუცილებლობა არ აქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ კულუშევსკის მეორე ფორვარდად თამაში შეუძლია, ამიტომ ისეთი ფეხბურთელების ტრავმაც კი, როგორიც პაულო დიბალაა, გუნდს ძალიან არ ასუსტებს.

„როდის დაბრუნდება პაულო ? ის თავს შედარებით კარგად გრძნობს და დაახლოებით 7-10 დღეში მოედანზე დაბრუნებას მოახერხებს.“

იუვენტუსმა ბოლო პერიოდში არაერთი თავისუფალი აგენტი გაიფორმა, თუმცა რემსის და რაბიოს სტაბილური თამაში უჭირთ.

„ჩვენ ორივე მათგანის თამაშით კმაყოფილები ვართ. გასულ სეზონში იუვემ სკუდეტო მოიგო, რაშიც როგორც რაბიოს, ასევე რემსის დიდი დამსახურება იყო.

„თუ მომავალში თავისუფალი აგენტების გაფორმების საშუალება გვექნება და ფეხბურთელი იუვენტუსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მასზე უარის თქმას არ ვაპირებთ.“

იუვენტუსმა ნიკოლო როველას ტრანსფერო გააოფიციალურა, რომელიც ჯენოაში იჯარით დარჩება.

„ის უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, ნიკოლო იუვენტუსის მომავალია.“