Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი:“ ინტერესი დონარუმას და ჩალჰანოღლუს მიმართ ?…“

ჟურნალისტებმა იუვენტუსის დირექტორს ატალანტასთან მატჩის წინ დონარუმა-ჩალჰანოღლუს ინტერესის შესახებ ჰკითხეს.

„მედიაში ძალიან ბევრი მართალი და უფრო მეტი გამოგონილი სიახლეები ვრცელდება. ჩვენ ახლა სეზონის მაქსიმალურად პოზიტიურად დასრულებაზე ვართ კონცენტრირებულები და სხვა გუნდის მოთამაშეებზე ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.

„რონალდუ ? მან ძალიან ბევრი ითამაშა როგორც იუვენტუსში, ასევე ნაკრებში, გუშინ ვარჯიშის დროს ფლექსორის მიდამოებში გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და გადავწყვიტეთ, რომ არ გავრისკოთ და მას დასვენების საშუალება მივცეთ.

„რონალდუს მაღალი ხელფასი ? კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ დიდებული ფეხბურთელი არ არის, კრიშტიანუ არის ბრენდი, რომლის გუნდში ყოფნაც იუვენტუსს სპორტული და ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს.“