Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი:“ ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა“

პირლოს, ბონუჩის და ანიელის შემდეგ, კონკურენტებს გამარჯვება იუვენტუსის დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმაც მიულოცა.

„მინდა ინტერს და პირადად ანტონიო კონტეს გამარჯვება მივულოცო. ყოველი წარმატების უკან ძალიან დიდი მუშაობა, მონდომება, საქმის სიყვარული და ძალიან ბევრი გაღებული მსხვერპლია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რადგან იუვენტუსმა დიდი ეპოქა შექმნა, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა.

„ჩვენ იტალიის, ფეხბურთის და სპორტის მასშტაბით უდიდეს და უნიკალურ წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო. ინტერმა ეს ტიტული დაიმსახურა, ახლა კი ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ტიტული და ჩემპიონის წოდება დავიბრუნოთ.“