Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ იუვენტუსს ყოველთვის მოგება სურს“

იუვენტუსის დირექტორმა ბარსელონასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„დღეს ერთმანეთს ორი ისტორიული გუნდი დაუპირისპირდება. გუნდები, რომლებიც მსოფლიოში გამორჩეულები არიან, ამიტომ ჩვენ სანახაობრივ და დაძაბულ მატჩს ველოდებით. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ჩვენთვის დიდი პატივია.

„იუვენტუსს ყველა მატჩში გამარჯვება უნდა, რადგან ეს ჩვენს DNA-ში არის, ამიტომ ფეხბურთელების თვალებში ამ სურვილის მეტი არაფრის დანახვა არ მსურს.

„კიევში გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა, სადაც ბევრი პოზიტიური ასპექტი გამოიკვეთა და იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ ასეთივე კარგ ხასიათზე ვიქნებით.“