Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი იუვეს 2 ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონს გადაუხდის ?

იუვენტუსის ყოფილი დირექტორი ფაბიო პარატიჩი ტურინულ გრანდში თავის მიყვანილ ფეხბურთელებს ყურადღებით აკვირდება და ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, ლონდონელთა დირექტორს თავისი ახალი გუნდის რიგებში უესტონ მაკკენისა და დეიან კულუშევსკის ხილვა სურს.

არც ერთი მათგანი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი არ არის და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ბიანკონერი მზად არის ორივე ფეხბურთელს ზამთარშივე შეელიოს.

წყაროების ცნობით, ტოტენჰემი მზად არის კულუშევსკის სანაცვლოდ იუვენტუსს 40, მაკკენის სანაცვლოდ კი 30 მილიონი შესთავაზოს, რაც არ არის გამორიცხული, რომ ტურინელების დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდეს…