Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი ლონდონში გაფრინდა…

იუვენტუსის სპორტული დირექტორი ლონდონში გაფრინდა და ვულვზის ფორვარდის, რაულ ხიმენესის აგენტს შეხვდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ვულვზთან მექსიკელი ფორვარდის ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყოს. არ არის გამორიცხული, რომ ინგლისელებმა ტრანსფერში ალექს სანდროს, აარონ რემსის ან დუგლას კოშტას ჩართვა მოითხოვონ, რაზეც ბიანკონერი თანახამაა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვულვზს თურქი ცენტრალური მცველი, მერიჰ დემირაცლი სურს, თუმცა იუვენტუსი 22 წლის ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს და მზად არის, ტრანსფერში დანიელე რუგანი ან კრისტიან რომერო ჩართოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.