Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი მილიკის აგენტს შეხვდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მომავალ კვირას ნაპოლის ფორვარდის არკადიუშ მილიკის აგენტს შეხვდება და ზაფხულში ფეხბურთელის იუვენტუსში შესაძლო გადაბარგებას განიხილავენ.

მილიკის კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და იუვენტუსს მისი გაფორმების იმედი ზამთარშივე ჰქონდა, თუმცა პარტენოპეი მის სანაცვლოდ 15-18 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც ტურინელები არ აპირებენ.

იუვენტუსს ფეხბურთელთან ადრეული კონტრაქტის გაფორმება მილიკთან უკვე თებერვლიდან შეუძლია და პარატიჩის იმედი აქვს, რომ პოლონელის დარწმუნებას მოახერხებს.

გათიშვა