Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ მორატა იუვესთვის ჯეკოზე წინ იდგა“

რომასთან მატჩის წინ იუვენტუსის დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სუარესთან დაკავშირებული სკანდალი ? ჩვენ ცუდი არაფერი არ გაგვიკეთებია. ვიცოდით, რომ სუარესის გაფორმების შანსი იყო და ჩვენც გაკრვეული ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა, ამ თემასთან დაკავშირებით სადარდებელი არაფერია.

„მე არც გამომძიებელი და არც პოლიციელი არ ვარ, ამიტომ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ და სიმართლე რომ გითხრათ, არც მაინტერესებს.

„პირლო ? ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და თავისი საფეხბურთო ხედვა მწვრთნელის ამპლუაში მოგვიტანა.

„ჯეკოს სიტუაცია უცნაური იყო. მასზე იმაზე მეტი დაიწერა, ვიდრე იმ ფეხბურთელებზე, რომელიც იუვენტუსში მართლაც მოვიდნენ. პრესას ბევრი რამის გაბუქება უყვარს და ჯეკოს ამბავი ამის ნათელი მაგალითია.

„მორატას გაფორმება სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ვცადეთ, თუმცა ატლეტიკოს მისი იჯარით გაშვება არ უნდოდა. შემდეგ ჩვენ ჯეკოზე გადავერთეთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო, ის ახლა ჩვენი ფეხბურთელი იქნებოდა, თუმცა მორატას ხედვის არეალიდან არასოდეს ვკარგავდით და როდესაც შანსი გაჩნდა, ჩვენ ის გავიფორმეთ.

„მორატას მახასიათებლები იუვენტუსს იდეალურად ერგება. ის გუნდური მოთამაშეა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ალვარო ჩვენთან დაბრუნდა.“