Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ მორატა ყოველთვის გეგმა ‘ა’ იყო“

იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ვერონასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„დიბალა ახლა უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მას კუნთის ტრავმის გამო 2 თვე გაუცდა, შემდეგ კი ვირუსი დაემატა და რა თქმა უნდა, მას ფორმის დასაბრუნებლად დრო სჭირდებოდა.

„ჩვენ მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ და მისი გუნდში დარჩენა ულაპარაკოდ გვსურს. გუნდი 2 კვირა იზოლაციაში იყო და მის აგენტთან ეს პერიოდი ვერ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა და ლა ჯოიას ახალ კონტრაქტზე მუშაობას განვაგრძობთ.

„მორატა ? ის ჩვენთვის ყოველთვის გეგმა ა იყო. ატლეტიკოს თავიდან მისი გაშვება არ სურდა და ჩვენ სხვა ვარიანტებსაც განვიხილავდით. როდესაც სიტუაცია შეიცვალა, ჩვენც გავაქტიურდით და ალვარო გუნდში დავაბრუნეთ.

„რემსი ? მას გასულ სეზონში ტრავმები ჰქონდა და ახალ გუნდთან და ფეხბურთის ახალ სტილთან შეგუება ვერ მოასწრო, თუმცა ვიცით, რომ ის დროთა განმავლობაში თავის უდიდეს კლასს ყველას დაანახებს. იგივე სიტუაცია იყო რაბიოსთან მიმართებაშიც. სერია ა-ს ისტორიაში ბევრ ვარსკვლავს გაუჭირდა სერია ა-ს სტილთან ადაპტაცია და დრო ყველას სჭირდება, თუმცა ჩვენ ორივე მათგანის გვწამს და გვჯერა, რომ გუნდს დიდ დახმარებას გაუწევენ.“