Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ პირლო რონალდუს შესანიშნავად უგებს“

იუვენტუსის დირექტორმა ფერენცვაროშთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„დიბალასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ.

„მორატა ? ის ჩვენთან ფასიანი იჯარით იმოფება, შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით. ასეთი ფორმულა ჩვენც და ევროპის სხვა გუნდებმაც არაერთხელ გამოიყენეს, რადგან კორონა ვირუსის გამო გუნდებს რთული ფინანსური პერიოდი უდგათ.“

მატჩის წინ, როდესაც ფეხბურთელები ხურდებოდნენ, პირლო რონალდუს ისე ესაუბრებოდა, როგორც თავის ასისტენტს.

„ჩემპიონები ერთმანეთს კარგად უგებენ. ანდრეას თითოეულ ფეხბურთელთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თუმცა რა თქმა უნდა, ის უფრო გამოცდილ და ასაკოვან ფეხბურთელებთან უფრო ახლოს არის.

„მაკკენი ? ის ძალიან ინტელიგენტი და კარგი ახალგაზრდაა. ჩვენ მისგან დიდი მოლოდინები გვაქვს, ის უკვე ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება, მაგრამ მას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და იტალია მისთვის იდეალური ადგილია.“