Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ პოგბა იუვენტუსში ყველას უყვარს“

იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფერენცვაროშთან მატჩის წინ საუბრისას არ გამორიცხა, რომ ტურინელებმა პოლ პოგბას ტრანსფერზე იმუშაონ.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ 20,000 გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს თამაში და იმედი გვაქვს, რომ მაყურებლების დაბრუნებას სტადიონზე იტალიაშიც მალე მოვახერხებთ.

„რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველასთან შეუძლია თამაში, რადგან ის მოედანზე შესანიშნავად გადაადგილდება და შეუძლია, რომ ფიზიკურად ძლიერ ფორვარდს, ან უფრო მოძრავს, როგორიც მორატაა, კარგად შეეწყოს, ან დიბალასთან ერთად შექმნას შესანიშნავი დუეტი.

„მორატა ჩვენთვის ყოველთვის პირველი არჩევანი იყო, რადგან მას უკვე კარგად ვიცნობთ და მისი შესაძლებლობები აქ უკვე ნანახი გვქონდა. ის ბევრს მოძრაობს, სხვა ფეხბურთელებისთვის სივრცეების ქმნის და მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს.

„პოგბას რაც შეეხება, ის ახლა მანჩესტერის ფეხბურთელია და ჯერ იმისთვის, რომ ჩვენს სატრანსფერო სამიზნეებზე ვისაუბროთ, ძალიან ადრეა. ჩვენ ტურინში პოგბა ყველას ძალიან გვიყვარს, მან ჩვენს გუნდში შესანიშნავი პერიოდი გაატარა და მისი დონის ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა.“