Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი:“ რონალდუს კრიტიკა ღიმილს მგვრის…”

კალიარისთან მატჩის წინ იუვენტუსის დირექტორმა განაცხადა, რომ ინტერის გამარჯვება, რომელმაც ტორინო დაამარცხა, არაფერს ცვლის.

„ჩვენი მიზანია, რომ სეზონის დარჩენილი მატჩები მაქსიმალურად კარგად და პოზიტიურად ჩავატაროთ.

„ინტერის ან სხვა კონურენტების შედეგები ჩვენთვის არაფერს ცვლის, იუვენტუსს ნებისმიერ მატჩში წარმატების მიღწევა და 3 ქულსი მოპოვება სურს.

„რონალდუს კრიტიკა ? ყველა ნეგატიური რამ, რაც მასზე ითქვა და დაიწერა ღიმილს მგვრის. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც თითქმის ყველა მატჩში გოლს იტანს, რომელიც სერია ა-ს ბომბარდირია, რომელმაც 5 ოქროს ბურთი და უამრავი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩვენ მასთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ და ასეთი ჩემპიონის გუნდში ყოლა დიდი პრივილეგიაა.“

გათიშვა