Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ რონალდუ მესიზე უკეთესია“

იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ბარსელონასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთ დიდებულ მატჩს სტადიონიდან მივადევნებთ თვალ-ყურს. სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებენ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ეს გამოსწორდება.

„ძალიან მაინტერესებს, როგორ ითამაშებს დღეს იუვე, რადგან გუნდი კვირიდან კვირამდე პროგრესირებს.

„რონალდუ და მესი ? ამ ორმა ფეხბურთელმა სპორტის ისტორია დაწერეს. მათ ერთად 11 Ballon d’Or მოიგეს. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ კრიშტიანუ საუკეთესოა, რადგან ის ჩვენი ფეხბურთელია და ჩვენ ის ძალიან გვიყვარს.

„ორივე მათგანი უდიდესი ჩემპიონია და ფეხბურთს გაუმართლა, რომ წლების განმავლობაში ორი ასეთი დიდებული ფიგურა ჰყავს. ერთ-ერთი მათგანის გუნდში ყოლა კი დიდი პრივილეგია და თვითკმაყოფილების საბაბია.“