Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი ტოტენჰემში იუვეს დუოს წაყვანას შეეცდება

ფაბიო პარატიჩი, რომელმაც იუვენტუსი გუნდში გატარებული 11 წლის შემდეგ დატოვა, დიდი ალბათობით ტოტენჰემის სპორტული დირექტორი გახდება და მას ბიანკონერის ორი ფეხბურთელის წაყვანა სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფაბიოს ტოტენჰემში ლეონარდო ბონუჩის და ადრიენ რაბიოს ხილვა სურს, თუმცა მაქს ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ, ბონუჩის იუვენტუსიდან წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, რაბიოზე კი იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.