Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩი:“ ჩემი და იუვენტუსის ისტორია პოზიტიურად სრულდება…“

დღეს ანდრეა ანიელიმ და ფაბიო პარატიჩიმ პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელიც იუვენტუსის უკვე ყოფილი სპორტული დირექტორის გუნდიდან წასვლას ეძღვნებოდა.

„იუვენტუსში ჩემს მიერ მოყვანილ ყველა ფეხბურთელთან შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა თუ ერთი უნდა დავასახელო, ეს ანდრეა ბარძალი იქნება. გუნდში მისი, როგორც ფეხბურთელის და როგორც ადამიანის ღირებულება ყველამ კარგად იცის.

„მოლაპარაკებები რონალდუს ტრანსფერზე ? ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩვენ რეალთან რამდენიმე პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ და ტექნიკური თვალსაზრისით ეს რთული ტრანსფერი არ ყოფილა.

„დიბალა ? მისი გაფორმება ჩემს კარიერაში ყველაზე სარისკო იყო. პაულო მაშინ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, თუმცა საბოლოოდ მან გაამართლა.

„როდესაც კარგი ისტორია დასასრულს უახლოვდება, იქ სიბრაზის და სინანულის გრძნობა არ არის. იუვენტუსი თითოეულ ადამიანს უკეთესად აქცევს და მე ბედნიერი, ამაყი და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ამ გუნდმა წლების განმავლობაში მომცა.“