Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პარატიჩი:“ ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული ტურნირია“

კიევის დინამოსთან მატჩის წინ კომენტარი იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ გააკეთა.

„ბედნიერები ვართ, რომ მსოფლიოში არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო, რადგან ეს ფეხბურთის უმაღლესი საფეხურია და სპორტის ყველა მოყვარული ლიგის მატჩებს მოუთმენლად ელოდება.

„დღეს იმედი მაქვს, რომ ჩვეულ იუვენტუსს ვიხილავთ: თავდაჯერებულს, გამორჩეული ხასიათით და გამარჯვებას მოწყურებული.

„კიევის დინამოში ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს და ბევრი მათგანის წინააღმდეგ ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს უთამაშია კიდეც.

„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის გამორჩეულ გრძნობას გიტოვებს, რისი დანახვაც ფეხბურთელების, მწვრთნელების და უბრალო გულშემატკივრების სახეზეა შესაძლებელი.“