პარედესს ინტერში თამაში არ სურს
პსჟ-ს და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველს, ლეონარდო პარედესს კარიერის ინტერში გაგრძელება არ სურს.
ბოლო პერიოდში პარედესი – ერიქსენის შესაძლო ბარტერის შესახებ არაერთხელ დაიწერა, თუმცა La Repubblica-ს ინფორმაციით რომას ყოფილ ფეხბურთელს პსჟ-ში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.
ფრანგულმა გუნდმა მაურისიო პოჩეტინო უკვე ოფიციალურად წარადგინა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოისურვებს თუ არა ის ერიქსენის საკუტარ გუნდში ხილვას.