Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარმამ ბუფონის იუბილეს სპეციალური მაისური მიუძღვნა

პარმა სერია ბ-ს მომდევნო ტურში ჯიჯი ბუფონის დებიუტის 26 წლის აღსანიშნავად სპეციალურ მაისურს ჩაიცვამს.

1995 წლის 19 ნოემბერს 17 წლის ჯიჯი ბუფონმა სადებიუტო მატჩი ფაბიო კაპელოს მილანთან ჩაატარა და ასე დაიწყო ფეხბურთს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯის დიდებული ისტორია.

სპეციალურ მაისურს ბუფონი სერია ბ-ს მატჩში 21 ნოემბერს, კოსენცას წინააღმდეგ ჩაიცვამს, რომელიც 1995-96 წლების პარმას ფორმის ფერებში იქნება გადაკეთებული.