პარმამ ინტერს ჟერვინიოს შესახებ საბოლოო პასუხი შეუთვალა
Tuttosport-ის ინფორმაციით, პარმა იანვარში ინტერის სამიზნის, ჟერვინიოს გაყიდვას არ აპირებს და ამის შესახებ ნერაძურის უკვე აცნობა.
გამოცდილი კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ინტერის რადარზე ზაფხულიდან მოყოლებული გახლავთ, თუმცა როგორც ჩანს მათ მინიმუმ სეზონის ბოლომდე მოუწევთ მოცდა.
33 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც კონტრაქტი პარმასთან მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.