Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარმას დირექტორმა ჟერვინიოს ინტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მარსელო კარლიმ 33 წლის ინტერის სამიზნის, ჟერვინიოს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ჟერვინიოს სიტუაცია ძალიან უცნაურია. ის გუნდიდან წასვლასთან ზაფხულში ძალიან ახლოს იყო, თუმცა დაინტერესებულ კლუბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და ჩვენთან დარჩა.

„ჩვენ გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს ვართ და ჟერვინიოს დონის ფეხბურთელს ისე ვერ დავკარგავთ, თუ მისი შემცვლელი არ ვიპოვეთ, თუმცა შემოსულ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ.“

33 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში  12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.