Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პაშალიჩი:“ძალიან ცოტა დაგვაკლდა…“

ატალანტამ პსჟ-ს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და კიდევ რამდენიმე წუთი რომ გაეძლო, ახლა შემდეგ ეტაპზე იქნებოდა. გუნდმა ბოლო 5 წუთში 2 გოლი გაუშვა და საბოლოო ჯამში 2 – 1 წააგო.

ბერგამოელების მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სამწუხაროა,რადგან ჩვენ ძალიან ცოტა დაგვაკლდა.ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში დავბრუნდებით და უფრო ძლიერები ვიქნებით.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ,რისი საშუალებაც გვქონდა.გუნდი ტურნირს თავაწეული ტოვებს და არანაირი სინანული არ გვაქვს.

„ისეთი დონის გუნდებს,როგორიც პსჟ-ა ძალიან ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავთ და თამაშის გადაწყვეტა ერთ კონკრეტულ მომენტში შეუძლიათ.

„ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ,რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში და იმედი მაქვს,რომ მომავალ სეზონშიც ასე წარმატებულად ვიასპარეზებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.