პასტორე:“იმის მენტალობა არ მაქვს,რომ მსოფლიოში გამორჩეული ვიყო“

რომას შემტევმა აღიარა,რომ მისი მენტალური მხარე ძლიერი არასოდეს ყოფილა.

პასტორე იტალიაში 2018 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ ჯალოროსის მაისურით მხოლოდ 30 შეხვედრა ჩაატარა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა სახელი პალემროში თამაშის დროს გაითქვა,სადაც მან 82 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 16 ასისტი გაიფორმა,რითიც პსჟ-ს ყურადღება მიიქცია და ფრანგულ გრანდში გადავიდა.

„იმის მენტალობა,რომ ფეხბურთში საუკეთესო გავმხდარიყავი,არასოდეს მქონია.მე ფეხბურთს ახლაც ისე ვთამაშობ,როგორც ბავშვობაში – გასართობად.

„ყველა გუნდი დაცვაში უკეთესად თამაშს მთხოვდა,თუმცა მე ამის გაკეთება არ შემიძლია,გუნდში 11 ფეხბურთელი თამაშობს და ყველას თავისი როლი აქვს.

„მე არ ვთხოვ სხვებს,რომ მათ შეტევაში ითამაშონ,მე მათგან უბრალოდ ბურთი მჭირდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.