Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პასტორე:“ რომას დატოვება ძალიან მიჭირს…“

რომასთან კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტის შემდეგ, ხავიერ პასტორემ სოციალური ქსელის მეშვეობით კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის ამ გუნდის, ქალაქის და ქომაგების დატოვება მარტივი არ არის, რადგან მე მათი იმედების გამართლება ვერ მოვახერხე.

„ყველამ ვინც იცნობს იცის, რომ მე სიტუაციის შესაცვლელად მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი.

„ჩვენი ისტორია კარგად არ წარიმართა, მაგრამ მე რომას, გუნდის წევრის და მისი ქომაგების მიმართ უდიდესი პატივისცემა მაინც მაკავშირებს. აქ ყველა ძალიან დიდი ენთუზიაზმით დამხვდა და სამწუხაროა, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, რასაც ჩვენ ვიმსახურებდით.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში თქვენ უდიდეს წარმატებას მიაღწევთ, რადგან ქალაქი და გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს.”

პასტორე რომას 2018 წელს პსჟ-დან, 24.7 მილიონის სანადვლოდ შეუერთდა, მაგრამ გაუთავებელი ტრავმების გამო მგლების რიგებში სულ 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა.