Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პატრისიო:“ რომაში გადასვლა მოურინიოს გამო გადავწყვიტე“

ჯალოროსის ახალმა კარის დარაჯმა რუი პატრისიომ, რომელიც რომას ვულვზიდან 11.5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, რომას ოფიციალურ არხთან კომენტარი გააკეთა.

„მე ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მოურინიოსთან მუშაობის საშუალება მომეცემა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, რომ მის გუნდში ითამაშოს.

„მოურინიოს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამავდროულად მე გადმოვედი ძალიან დიდ გუნდში, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებს.