Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პაცინი:“ ფიორენტინასთან მატჩი ინტერისთვის უმნიშვნელოვანესია“

ჯამპაოლო პაცინიმ ფიორენტინა – ინტერის დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც დღეს 23:45 საათზე გაიმართება.

„ჩემი აზრით, დღევანდელი მატჩი ინტერისთვის როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნერაძურის წინ ძალიან რთული თვე ელოდება, რომელშიც ბევრ ძლიერ მეტოქეს შეხვდება და მათ ფიორენტინასთან ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ.

„არის თუ არა დამოკიდებული ინტერი ლუკაკუზე ? რომელი გუნდი არ იქნებოდა ? რომელუ არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სხვაობას ქმნის, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფორვარდია“