პედრომ რომასთან კონტრაქტი შეათანხმა

რომას მთავარმა მწვრთნელმა ჩელსის გარემარბი პედრო როდრიგესი დაარწმუნა,რომ ფეხბურთელი სათამაშოდ რომაში გადავიდეს.

33 წლის ესპანელის კონტრაქტი ჩელსისთან 1 ივლისს იწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.არის საუბრები,რომ ფეხბურთელი ლონდონში სეზონის ბოლომდე დარჩება,თუმცა გრძელვადიანი კონტრაქტი ნაკლებად სავარაუდოა.

ჩელსიში ფრენკ ლემპარდის მისვლის შემდეგ,პედრო სათადარიგო მოთამაშე გახდა და მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლო 8 შეხვედრა ჩაატარა.

ფეხბურთელს ფონესკა პირადად ესაუბრა და დაარწმუნა,რომ დედაქალაქელები 4-2-3-1 სქემით თამაშს გეგმავენ და პედროს სრული თავისუფლება ექნება.

პედრო რომასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს,კიდევ ერთი წლის დამატების პერსპექტივით.მისი ანაზღაურება სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.