Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პედრომ სამედიცინო შემოწმება გაიარა

პანდემიის გამო სეზონი ჩვეულებრივზე გვიან დასრულდა და ფეხბურთელებს, რომლებსაც გუნდებთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურათ, მოკლე-ვადიანი კონტრაქტის გაფორმება მოუწიათ, რაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

ერთ-ერთი ამის მაგალითი სწორედ პედრო გახლავთ, რომელმაც FA Cup-ის ფინალში არსენალთან ტრავმა მიიღო და იყო იმის საშიშროება, რომ რომაში სამედიცინო შემოწმება ვერ გაეარა და კონტრაქტის გარეშე დარჩენილიყო.

საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ესპანელმა ფეხბურთელმა რომაში სამედიცინო შემოწმების გავლა მოახერხა. Mundo Deportivo-ს ინფომრაციით, ფეხბურთელი რომასთან ხელფასს უახლოეს საათებში მოაწერს, თუმცა ტრავმის გამო რამდენიმე კვირა მაინც გაუცდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.