პედროს რომაში ტრანსფერი გადაწყდა

ჩელსის გარემარბი რომას სეზონის ბოლოს შეუერთდება და წლიური ანაზღაურების სახით 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.ის კონტრაქტს 2022 წლის ივნისამდე გააფორმებს,თუმცა მხარეებს სურვილის შემთხვევაში 2023 წლამდე გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ჩელსისთან მოკლე ვადიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და სეზონის ბოლომდე ლონდონში დარჩება,შემდეგ კი დედაქალაქურ გუნდს შეუერთდება.

ესპანელმა ფეხბურთელმა ბარსელონაში 5 ლა ლიგა,3 კოპა დელ რეი და 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 2015 წელს ჩელსიში გადავიდა.ჩელსის შემადგენლობაში კი პედრომ პრემიერ ლიგის,FA Cup-ის და ევროპა ლიგის ტიტულები მოიგო.

მიუხედავად ამისა,პედრომ ფრენკ ლამპარდის ძირითად თერთმეტეულში ფეხი ვერ მოიკიდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Leave a Reply

Your email address will not be published.